„ქალებს სჭირდებათ თავისუფლება" - ანჯელინა ჯოლი ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

ჯოლი

„ქალებს სჭირდებათ თავისუფლება", - ანჯელინა ჯოლი ირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

„მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ძლიერი და უშიშარი ირანელი ქალების მიმართ. მათ წლების განმავლობაში უამრავ სირთულესთან მოუწიათ გამკლავება. 

ქალებს არ სჭირდებათ მორალის პოლიცია, არც კონტროლი იმაზე, თუ რა უნდა ჩაიცვან და ისწავლონ. მათ სჭირდებათ თავისუფლება, რათა ძალადობისა და მუქარის გარეშე იცხოვრონ. ირანელო ქალებო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ",- აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ.

შეგახსენებთ, რომ ირანში მასობრივი პროტესტი გრძელდება. გამოსვლები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას მოჰყვა.

ის ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა. თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი ქალი გარდაიცვალა.