გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
ირანში საპროტესო გამოსვლები გრძელდება. დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში გაიამართა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ განცხადებით, პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას იყენებს. ასევე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ქალთა უფლებების დამცველი ფაიზა რაფსანჯანი, რომელიც ირანის ექსპრეზიდენტის ქალიშვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის გამო, ქვეყანაში შეზღუდულია ინტერნეტი.
ირანში მოქალაქეები საპროტესტო გამოსვლები ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ მიმდინარეობს. 22 წლის მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინის გულის შეტევა დაემართა, როდესაც დაკავებულ სხვა ქალებთან ერთად განყოფილებაში იცდიდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ამინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რასაც გარდაცვლილის მამა უარყოფს. ის აცხადებს, რომ მის შვილს ფეხებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.