გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1735836785
ილონ მასკს ირანში Starlink-ის ინტერნეტის გააქტიურება სურს. SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ მისი ინტერნეტი ირანში სიტყვის თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს არის ილონ მასკის პასუხი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები „ინტერნეტის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის გასაუმჯობესებლად" ირანელებისთვის.
ირანისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, პარასკევს აშშ-მ გამოსცა მითითება ირანელებისთვის ინტერნეტ სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოების შესახებ. ეს ყველაფერი 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ ხდება. მაჰსა პატიმრობაში საეჭვო ვითარებაში დაიღუპა, რომელიც ზნეობის პოლიციამ დააკავა. სწორედ ამას მოჰყვა შემდგომი საპროტესტო აქციები.
Starlink-ის სისტემა არის სატელიტური ინტერნეტი, რომლის მიზანიც გლობალური დაფარვის მიღწევაა. მეტიც, სისტემას აქვს პოტენციალი გაავრცელოს ინტერნეტი იქ, სადაც ის აქამდე არასდროს ყოფილა.