ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
1783500416
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ირანი არ იყო მართალი, როდესაც ჰორმუზის სრუტეში გემებზე დარტყმები განახორციელა, რასაც აშშ-ის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
მისივე თქმით, ამ ქმედებით თეირანმა დაარღვია შეთანხმება, რომელსაც ხელი თავად მოაწერა.
„მიმაჩნია, რომ ირანელები არასწორად მოიქცნენ, როდესაც განახორციელეს დარტყმები, რაც მათ მიერვე ხელმოწერილ შეთანხმებას ეწინააღმდეგება“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მხარეები კვლავ რჩებიან 60-დღიანი მოლაპარაკებების პერიოდში, რომელიც აშშ-ირანს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
მაკრონი აცხადებს, რომ მისი გაგებით, ჩარჩო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაგეგმილი შეხვედრები გაგრძელდება.