მელანიას ჩაცმულობა, ინაუგურაცია - მიმოხილვა
1737409120
პოპულარულ ირანელ რეპერს, ამირ ჰოსეინ მაგსუდლუს, რომელიც ტატალოს სახელით არის ცნობილი, ირანულმა სასამართლომ სიკვდილით დასაჯა მიუსაჯა.
"უმაღლესმა სასამართლომ მიიღო პროკურორის სარჩელი" წინა ხუთწლიანი პატიმრობის ვერდიქტის გადასასინჯად, რომელშიც მომღერალს ღვთის გმობას ედავებოდნენ, წერს გაზეთი "ეთემადი".
გამოცემა წერს, რომ "საქმე განახლდა და ამჯერად დამნაშავეს სიკვდილით დასჯა წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფისთვის მიუსაჯეს". განაჩენი არ არის საბოლოო და შესაძლოა სააპელაციო პროცესი გაგრძელდეს.
37 წლის მუსიკოსი 2018 წლიდან თურქეთში ცხოვრობდა, სანამ თურქულმა პოლიციამ 2023 წლის დეკემბერში ის ირანს არ გადასცა.
ტატალოს ასევე მიუსაჯეს 10 წლიანი პატიმრობა "პორნოგრაფიის პროპაგანდის" გავრცელებისთვის, ხოლო სხვა საქმეებში მას ბრალი დასდეს "ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგო" მასალების გამოქვეყნებაში.
წარსულში ზოგიერთი პოლიტიკოსი ირანელი ახალგაზრდების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მომღერლის პოპულარობით სარგებლობდა. 2017 წელს ტატალო სატელევიზიო ფორმატში ირანის მაშინდელ პრეზიდენტთან, იბრაჰიმ რაისთან, ერთად გამოჩნდა.
2015 წელს მომღერალმა გამოუშვა სიმღერა ირანის ბირთვული პროგრამის მხარდასაჭერად.