პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ინგლისელი სტუდენტი პლასტმასის ნარჩენებისგან ნაყინს ამზადებს. ელეონორა ორტოლანი ლონდონის ხელოვნების აკადემიაში დიზაინის მიმართულებით სწავლობს. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მეცნიერთა ჯგუფთან ერთად იგი ლაბორატორიაში მუშაობდა, რა დროსაც იდეა გაუჩნდა, რომ გადასამუშავებელი პლასტმასისგან, შესაძლოა, ვანილის არომატის მოლეკულა მივიღოთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რეალურად შევძლებდი პლასტმასისგან საკვების დამზადებას. ამასთან, მეშინოდა საზოგადოების რეაქციის, რომ ეს რიგითი სპეკულაცია და ტყუილი ეგონებოდათ. უნივერსიტეტშიც კი გამიჭირდა მეცნიერის პოვნა, რომელიც თანამშრომლობას დათანხმდებოდა", - ამბობს თავად.
საბოლოოდ, მას ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი დაუკავშირდა, რომელიც კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტს ხელმძღვანელობს. ელეონორამ და ჯოანა სადლერმა საქმეში გენური ინჟინერიით მიღებული ბაქტერიები ჩართეს, რათა პლასტმასისგან ვანილის სინთეზი მოეხდინათ. მათ შედეგი ლონდონის ხელოვნების აკადემიის სტუდენტებისათვის მოწყობილ გამოფენაზე წარმოადგინეს. ნაყინი სპეციალურ ყუთში იყო მოთავსებული, რათა მაქსიმალურად შესაბამისი გარემო/პირობები დაეცვათ.
„თუ გეტყვით, რომ ნაყინში არის ინგრედიენტი, რომელსაც პლასტმასისგან ვიღებთ, არ გესიამოვნებათ, მაგრამ, ჯობია, დროულად ვაღიაროთ, რომ ყველაფერი ერთი ეკოსისტემის ნაწილია", - ამბობს ორტოლანი.
ასევე ნახეთ:
„არ დაუშვათ შეცდომები“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი დღეების მიხედვით