დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მსახიობი ლია კაპანაძე „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო. ლია კაპანაძემ იმ სკანდალზე ისაუბრა, რის გამოც რუსთაველის თეატრიდან გამოუშვეს.
„თეატრიდან გამომაგდეს. რა მოხდა? რუსთაველის თეატრში ვითამაშე 12 როლი. ბატონი მიშა თუმანიშვილი დგამდა „ფედრას“, ბატონი მიშა იყო ჩემი მეგობარი და ძალიან დიდ პატივს მცემდა, როგორც მსახიობს.
ფედრას როლზე ჰყავდა ზინაიდა კვერენჩხილაძე. მე უკვე „დიდ მწვანე ველში“ მქონდა ნათამაშები. ბატონმა მიშამ ძიძის როლზე დამიძახა. გავდიოდით რეპეტიციებს. ბატონი მიშა სულ მაქებდა. ნახეთ, ჩემი სტუდენტი, როგორ მუშაობსო.
მეუბნება, შენ თეატრში დადიხარ და ამბობ, ცოცხალი ფედრა თეატრში დადიოდეს და ზინაიდა თამაშობდესო? აღარ შეუძლია ზინაიდას, ნერვიულობს და ვეღარ თამაშობსო.
ვუპასუხე, ბატონო მიშა, მსგავსი არაფერი მითქვამს-მეთქი. ვუთხარი, მოვიდეს ზინაიდა და მითხრას, რომ მსგავს რამეს ვამბობ და უსინდისო, ვარ-მეთქი.
მითხრეს, შედი სერგო ზაქარიაძესთან. განცხადება დაწერეს შენზე, რომ უდისციპლინობის გამო სამსახურიდან გაგათავისუფლონო.
შევედი, ბატონ სერგოსთან და ვუთხარი, რომ ცნობა მქონდა, რომ ბავშვი მყავდა ავად. მომიბრუნდა და მეუბნება, შენ დადიხარ თეატრში და ამბობ, რომ ცოცხალი ფედრა თეატრში დადის და ზინაიდას ხელს უშლიო. დავიფიცე, რომ მე ეს ნათქვამი არ მქონდა. მაგრამ არ დაიჯერა.
და ვუთხარი, თუ მე ტყუილს ვამბობდე, მე მოვკვდე და თუ არადა თქვენ მოკვდით -მეთქი.
10 დღეში შეუსრულდა ჩემი წყევლა. ჩემს სიავკაცეს ვამბობ... მე ცოცხლად მომკლეს რუსთაველის თეატრში, გამომაგდეს.. ერთადერთი ადამიანი, ვინც გვერდზე დამიდგა, იყო რეზო ჩხეიძე.“. – ამბობს ლია კაპანაძე.