დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
12 ოქტომბერი — მარსი თქვენს ნიშანში, მორიელში გადმოვა. ენერგია და ვნება მოგემატებათ და აგრესიულობაც. ამიტომ იყავით აქტიური, მაგრამ არ დაუშვათ შეცდომები. იყავით კონცენტრირებული, მომართული წინსვლაზე, გამარჯვებაზე, მაგრამ არ გაანადგუროთ სხვა.
14 ოქტომბერი — მზის დაბნელება სასწორის ნიშანში მოხდება თქვენი შიშების, ფარული მტრების სახლში. უნდა დაფიქრდეთ, უნდა შეაჯამოთ ყველაფერი, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში. მოიცილეთ ის, რაც არ გჭირდებათ (იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან). ცვლილება გელოდებათ საცხოვრებელთან, მეუღლის კარიერასთან დაკავშირებით. მშვიდად მიიღეთ ცვლილებები, არ აფეთქდეთ.
22 ოქტომბერი — მერკური გადამოდის მორიელში, თქვენს ნიშანში, მოგეცემათ თქვენი იდეების, გულისთქმის გამოხატვის შესაძლებლობა. დაიწყეთ მოლაპარაკებები, შეხვედრები. არაა გამორიცხული, გამოჩნდნენ ახალი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში, გაგიჩნდეთ ახალი გეგმა, ცხოვრების მიზანი. გაიღება ბევრი ახალი კარი თქვენს ცხოვრებაში და გონივრულად უნდა გადაწყვიტოთ, რომელი უნდა შეაღოთ.
22 ოქტომბერი — ვენერა-იუპიტერის მეგობრული ასპექტი მოგიტანთ წარმატებას და ბედნიერებას, ფულს და პოპულარობას. მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება, საქმიანობა. გელოდებათ სასიამოვნო ცვლილებები მეგობრების წრეში. არაა გამორიცხული, სხვანაირად შეხედოთ მეგობარს და დაიწყოთ მასთან რომანტიკული ურთიერთობა ან მეგობრებისგან გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. სრულად
ასევე ნახეთ:
„ვაფრენ ამ გოგოზე, რატომ ასეთი უსამართლობა…” - თაკო ჩხეიძე გარდაცვლილ მოდელზე წერს