Imax-ის ეკრანებზე მაყურებელი Barbie-ის აქამდე უცნობ, ფილმიდან ამოჭრილ სცენებსაც იხილავს

ბარბი

Imax-ის ეკრანებზე მაყურებელი Barbie-ის აქამდე უცნობ, ფილმიდან ამოჭრილ სცენებსაც იხილავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

3 წლის კინო ჰიტად ქცეული ფილმი, გრეტა გერვიგის „ბარბი“ Imax-ის ეკრანებზე გამოვა. ამ პრემიერაში განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ მაყურებელი ფილმის გრძელ ვერსიას იხილავს, რომელშიც ამოჭრილი სცენებიც შევა. აღსანიშნავია, რომ Imax-ის ჩვენებებისათვის ეს სცენები თავად რეჟისორმა, გრეტა გერვიგმა შეარჩია. Barbie-ის საპრემიერო სეანსები Imax-ის კინოთეატრებში 22 სექტემბერს დაიწყება და მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 

Barbie-ის საჯარო პრემიერა 21 ივლისს შედგა და კინოგაქირავების რეკორდები მოხსნა. პრემიერიდან ერთი თვის თავზე, გლობალური კინოგაქირავებით მიღებულმა შემოსავალმა 1.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კომერციული მოგების კრიტერიუმით, Barbie ამ დროისათვის წლის ყველაზე წარმატებული კინო პროექტია.

ასევე ნახეთ:

„4 სართული დამეყარა თავზე... 4 საათის განმავლობაში ვიყავი მიწაში ჩამარხული... ვერ გეტყვით, მერამდენედ მოვკვდი მაშინ" - სასწაულებრივად გადარჩენილი ქალის ამბავი

ნახეთ, სამი ზოდიაქოს ნიშანი, ვისაც შემოდგომაზე დიდი წარმატება ელის

VIDEO: გია სურამელაშვილი ამერიკაში მიემგზავრება: „იქნებ, ბედსაც ვეწიო...“

„მე ცოლი ვიყავი, ბევრის უფლება მქონდა, მაგრამ ეს სამარცხვინო სპექტაკლი დავტოვე...“ - თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს