„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი...“ - კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა
1794207930
9 ნოემბერს მორიელის ზოდიაქოში მიმდინარე ახალმთვარეობა შინაგანი ცვლილებების, რეგენერაციისა და ძველი ეტაპის დასრულების ძლიერ ენერგიას ათავისუფლებს. როგორც ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი აღნიშნავს, ეს პერიოდი იდეალურია ბოლო თვეთა მოვლენების შესაჯამებლად და იმ საკითხების გადასაფასებლად, რომლებზეც რეტროგრადული პლანეტების ფონზე გვიწევდა ფიქრი, ხოლო ახალი დასაწყისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ იმის გაშვებაა, რამაც თავისი როლი უკვე ამოწურა:
„მორიელის ახალმთვარეობა შინაგანი ცვლილებების, რეგენერაციის, ძველის დასრულებისა და ახალი დასაწყისის სიმბოლოა.
ეს კარგი დროა, შევაჯამოთ ბოლო ორი თვის მოვლენები და დავფიქრდეთ იმ საკითხებზე, რომელთა ხელახლა გადახედვაც პლანეტების რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში მოგვიწია.
რა დაბრუნდა ჩვენს ცხოვრებაში ხელახლა გადასაფასებლად? რა შეიცვალა ჩვენს ურთიერთობებში, სურვილებსა და გადაწყვეტილებებში? რა ვისწავლეთ ამ გამოცდილებიდან?
13 ნოემბერს მერკური, ხოლო 14 ნოემბერს ვენერა დირექტულ მოძრაობაზე გადადიან. ამით თანდათან სრულდება გადაფასების პერიოდი და იწყება ახალი ეტაპი.
ამავდროულად, ახალმთვარეობა კვადრატულ ასპექტს ქმნის მარსისა და იუპიტერის შეერთებასთან ლომის ზოდიაქოში, რამაც შესაძლოა გააძლიეროს გაღიზიანება, იმპულსურობა და კონფლიქტური სიტუაციები. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვაკონტროლოთ ემოციები, მოვერიდოთ ნაჩქარევ რეაქციებს და არ მივიღოთ გადაწყვეტილებები ბრაზის გავლენით.
მორიელის ენერგია ამ ლუნაციაზე გვაძლევს შანსს რეალურად დავხუროთ საკითხები გადაფასების გზით და მოვემზადოთ რესტარტისთვის.
ზოგჯერ ახალი დასაწყისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არა ახლის ძიება, არამედ იმის გაშვებაა, რამაც ჩვენს ცხოვრებაში თავისი როლი უკვე შეასრულა“,- წერს ასტროლოგი.