ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
1794199419
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული ნახევარ კილოგრამზე მეტი ჯამში - 611 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები და სხმულები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 137 795 ლარი შეადგინა.
3 კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით ჯამში 23 677 ლარით დაჯარიმდა.