ილონ მასკი - რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, ზელენსკის უნდა შესთავაზონ გარკვეული ამნისტია ნეიტრალურ ქვეყანაში, უკრაინაში დემოკრატიის მშვიდობიანი აღდგენის სანაცვლოდ

ილონ მასკი

ილონ მასკის განცხადებით, უკრაინაში დემოკრატიის აღსადგენად, ვოლოდიმირ ზელენსკის ნეიტრალურ ქვეყანაში ამნისტია უნდა შესთავაზონ.

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ სურს მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად, რადგან ხელისუფლების დაკარგვის ეშინია.

ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გაზიარა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მხარდამჭერის განცხადება, რომლის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი არჩევნებს წააგებს, მისი მოწინააღმდეგე ფულის გათეთრების საქმეებს გამოიძიებს და ზელენსკის ციხეში გაუშვებს. ილონ მასკი ამ მოსაზრებაზე საკუთარ კომენტარს აქვეყნებს.

„მართალია. რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, ზელენსკის უნდა შესთავაზონ გარკვეული ამნისტია ნეიტრალურ ქვეყანაში, უკრაინაში დემოკრატიის მშვიდობიანი აღდგენის სანაცვლოდ“, – განაცხადა ილონ მასკმა.