ილონ მასკი მე-14 შვილის მამა გახდა

ილონ მასკი

ილონ მასკი  მე-14 შვილის მამა გახდა. 

Neuralink-ის ტოპ მენეჯერმა სიობჰან ზილისმა განაცხადა, რომ მასკთან მეოთხე შვილი შეეძინა. მას სელდონ ლიკურგუსი დაარქვეს.

სიობჰან ზილისმა, რომელთანაც მას უკვე სამი შვილი ჰყავს, დაადასტურა მათი უახლესი ვაჟის, სელდონ ლიკურგუსის გამოჩენა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯობია პირდაპირ გაგვეზიარებინა ჩვენი მშვენიერი და წარმოუდგენელი ვაჟის სელდონ ლიკურგუსის შესახებ“, - დაწერა ზილისმა X-ზე (ყოფილი Twitter) 2025 წლის 28 თებერვალს. 

მასკმა ამ სტატუსს მხოლოდ გულის ემოჯით უპასუხა. 

ასევე,  15 თებერვალს კონსერვატორმა აქტივისტმა და ბლოგერმა ეშლი სენტ კლერმა გამოაცხადა, რომ ელონ მასკთან შვილი შეეძინა. თუ ეს მართალია, მაშინ მასკს ახლა სულ 14 შვილი ჰყავს სხვადასხვა ქალისგან.