ჰოსპიტალიზაციის შემდეგ პირველად, ვატიკანმა რომის პაპის ფოტო გაავრცელა

რომის პაპი

ჰოსპიტალიზაციის შემდეგ პირველად, ვატიკანმა რომის პაპის ფოტო გაავრცელა. მასში ჩანს, რომ პაპი ფრანცისკე გემელის საავადმყოფოს ეკლესიაში იმყოფება, სადაც სხვა ღვთისმსახურებთან ერთად მესსა ჩაატარა.

88 წლის პონტიფიკოსმა, რომელიც ორმხრივ პნევმონიას ებრძვის, საავადმყოფოდან მორწმუნეებს წერილით მიმართა.

"მე განსაცდელს გავდივარ. ჩემს ძმებთან და დებთან ერთად ვარ, რომლებიც ავად არიან და ამ წუთებში თავს სუსტად გრძნობენ, ისევე როგორც მე. ჩვენი ფიზიკური სხეული მყიფეა, თუმცა ამის მიუხედავად, ვერავინ გვიკრძალავს სიყვარულს, ოცნებას, თავდადებას სხვებისთვის რწმენითა და იმედით", - წერია ფრანცისკეს მიმართვაში.