სპეცოპერაცია სასაფლაოზე! - ვაკეში, მოკლული ბიზნესმენის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1742241765
ხვალ თუ გადაწყვეტენ, რომ მიიღონ მონაწილეობა [თვითმმართველობის] არჩევნებში, პირდაპირი ნიშანი იქნება იმის, რომ შესაბამისი დავალება აგენტურამ მიიღო ქვეყნის ფარგლებს გარედან . - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ოპოზიცია ისევ ირწმუნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„არანაირი რეიტინგი და საზოგადოების მხარდაჭერა მათ [ოპოზიციას] არ გააჩნიათ. ხვალ თუ გადაწყვეტენ, რომ მიიღონ მონაწილეობა [თვითმმართველობის] არჩევნებში, პირდაპირი ნიშანი იქნება იმის, რომ შესაბამისი დავალება აგენტურამ მიიღო ქვეყნის ფარგლებს გარედან - „დიფ სთეითიდან“, „გლობალური ომის პარტიიდან“, იმ ძალებიდან, რომლებიც სამწუხაროდ დღეს ცდილობს საქართველოში სიტუაციის არევას და მართავს რადიკალურ ოპოზიციას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.