„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა

მძევლები

„ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. ოფერ კალდერონი და იარდენ ბიბასი „ჰამასის“ ტყვეობაში 484 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

მძევლები თავდაპირველად „წითელ ჯვარს“ ქალაქ ხან იუნისში გადასცეს, რომელმაც გათავისუფლებული ადამიანები ღაზის სექტორში, ისრაელის თავდაცვის ძალების ბაზაზე მიიყვანა.

პირველადი ფიზიკური და მენტალური შემოწმების შემდეგ ყოფილი მძევლები ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

დღესვე მოსალოდნელია მესამე მძევლის გათავისუფლებაც. ისრაელის მედია წერს, რომ „წითელი ჯვარი“ ამჟამად ქალაქ ღაზაში იმყოფება, სადაც „ჰამასმა“ კეით სიგელი უნდა გაათავისუფლოს.