რა ხდება ლილოში ამ წუთებში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს

პოლიცია

ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, რესტორან "კახელებთან" 45 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.