1741782778
ჰამასის მიერ მძევლად აყვანილ გოგოს, დაბადების დღეზე მისმა საყვარელმა ჯგუფმა სიმღერა მიუძღვნა

ჰამასის მიერ მძევლად აყვანილ გოგოს დაბადების დღეზე მისმა საყვარელმა ჯგუფმა სიმღერა მიუძღვნა.
ახალგაზრდა ქალი ისრაელის სამხრეთით გამართულ ფესტივალზე თავდასხმისას ჰამასმა მძევლად აიყვანა. ნოას და მისი შეყვარებულის გატაცების ვიდეო ინტერნეტსივრცეშიც გავრცელდა.
12 ოქტომბერს ნოა 26 წლის გახდა. მის ოჯახში ამ დღის აღსანიშნავად გაშლილ სუფრაზე ორი ცარიელი ადგილი იყო: ერთი ნოასთვის, მეორე - მისი შეყვარებულისთვის, ავინათან ორისთვის.
იაკოვ და ლიორა არგამენებს იმედი აქვთ, რომ მათი შვილი ცოცხალია. გოგოს მშობლები იმედოვნებენ, რომ დაბადების დღის მილოცვა ნოამდე როგორღაც მაინც მიაღწევდა.
View this post on Instagram
ნოას ამბავმა კი მსოფლიოში უამრავ ადამიანამდე მიაღწია, მათ შორის, მის საყვარელ მუსიკალურ ჯგუფამდე. ცნობილმა ისრაელურმა ბენდმა ლოლა მარშმა ინსტაგრამზე ვიდეოც გამოაქვეყნა და ნოას სიმღერა მიუძღვნა.
„ორი საათის წინ მივიღე შეტყობინება, რომ ჰამასის მიერ გატაცებული ნოა არგამანის საყვარელი ჯგუფი ლოლა მარში ყოფილა", - ტირილნარევი ხმით ამბობს ვიდეოში ჯგუფის სოლისტი, იაელ შოშანა კოენი, - „მისი საყვარელი სიმღერა კი She's a Rainbow არის.
„ამიტომ, ამ სიმღერას შენ გიძღვნი, ნოა. ვიცი, რომ მალე ცოცხლადაც გიმღერებ. ამის მართლა მჯერა. გაგიცნობ და მადლობას გადაგიხდი. ეს სიმღერა შენ, შენს ოჯახსა და მეგობრებს, რომლებიც ახლა ძალიან განიცდიან".
ასევე ნახეთ:
დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება - დეტალები