1743537968
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი: აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, იენს-ფრედერიკ ნილსენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ მიიღებს გრენლანდიას.
გრენლანდიის პრემიერმა ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპასუხოდ გაავრცელა. ტრამპმა თქვა, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიას 100%-ით მიიღებს.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ის ვერ მიიღებს გრენლანდიას. ჩვენ არ ვეკუთვნით სხვას და თვითონ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს“, - აღნიშნა იენს-ფრედერიკ ნილსენმა.