ღაზას სექტორში ისრაელის იერიშებს ბოლო 24 საათში კიდევ 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ღაზის სექტორი

 რთული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში - ღაზას სექტორში ისრაელის იერიშებს ბოლო 24 საათში კიდევ 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

"ცაჰალის" ერთ-ერთი იერიში სამხრეთ ღაზაში ქალაქ ხან იუნისთან ახლოს განხორციელდა, სადაც ჟურნალისტების კარავი იყო განთავსებული. ადგილზე დაიღუპა ერთი რეპორტიორი, დაშავდა 6.

გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოები ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებენ.