თბილისში ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი KETI CUP 2025 გაიმართება

ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი

საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში პირველად, 25-27 აპრილს თბილისში, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის  ეგიდით, საერთაშორისო ტურნირი KETI CUP 2025 გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას 16 ქვეყნის 400-მდე ტანმოვარჯიშე მიიღებს. მედლები ორივე ოლიმპიურ დისციპლინაში (ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოსვლებში) გათამაშდება.

KETI CUP 2025-ის მთავარი მსაჯი, ევროპის ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ელისო ბედოშვილი იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს თანამდებობა საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის დიდი წარმატება და აღიარებაა.

ტურნირის ორგანიზატორია ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია და საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაცია.