ღამურებში ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს

ღამურა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებით, ღამურებში აღმოჩენილი ახალი კორონავირუსი ამჟამად საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ფედერალური ჯანდაცვის სააგენტოს განმარტებით, ამჟამად საფუძველი არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ვირუსი საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ორგანიზაციის განცხადებით, ამ დრომდე ადამიანის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"CDC-ისთვის ცნობილია ღამურებში ახალი კორონავირუსის აღმოჩენის შესახებ, მაგრამ არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის ამჟამად საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.