ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო, რომელიც ორ კვირას გასტანს - რას გვირჩევენ ექიმები
1741940524
გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ბუნდესტაგის არჩევნების ხმების გადათვლის მოთხოვნის სარჩელი არ დააკმაყოფილა. შედეგების გადახედვას ითხოვდა სარა ვაგნენ-კნეხტის კავშირი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად 0,03 პროცენტი, ანუ დაახლოებით 13 ათასი ხმა დააკლდა.
სასამართლომ 23 თებერვალს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ გამოაქვეყნა. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დღეს არის შესაძლებელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგის გამოქვეყნება.