გერმანიის ქალაქ აშაფენბურგში დანით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანია

გერმანიის სამხრეთით მდებარე ქალაქ აშაფენბურგში დანით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - ორი წლის ბავშვი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. თავდასხმა ქალაქის ცენტრალურ პარკში მოხდა. დაკავებულია 28 წლის თავდამსხმელი, რომელიც სავარაუდოდ, ავღანელია. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

მომხდარს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. მან ინციდენტს ტერორიზმის გაუგონარი აქტი უწოდა.

„უკვე დავიღალე იმით, რომ ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე კვირაში ერთხელ ძალადობის ასეთი აქტები ხდება, რომელსაც ასრულებენ ადამიანები, რომლებიც აქ თავშესაფრისთვის ჩამოვიდნენ. აქ უადგილო ტოლერანტობის ადგილი არ არის. შესაბამისმა ორგანოებმა კარგად უნდა იმუშაონ და გაარკვიონ, საერთოდ რატომ იმყოფებოდა თავდამსხმელი დღემდე გერმანიაში“, - დაწერა შოლცმა.