ამ კვირაში, ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში ყოფილი პარტნიორები დაბრუნდებიან
1729693368
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთის ქალაქ ყაზანში ორგანიზაცია BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ყაზანის საერთაშორისო აეროპორტში გუტერეშს თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ფარიდ მუჰამეტშინი დახვდა. როგორც მედია იუწყება, გაეროს გენმდივანი BRICS-ის სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. სავარაუდოდ, ის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
BRICS-ის სამიტი რუსეთში გუშინ გაიხსნა და 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი.
BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა. განაცხადი გაწევრიანების შესახებ შეტანილი აქვთ თურქეთს, სირიასა და კუბას.