„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944
სოჭში, ადლერის რაიონულ მილიციას 46 წლის კაცმა მიმართა. მისი თქმით, ის ყოფილმა შეყვარებულმა გაქურდა. გამომძიებლის კითხვაზე, თუ სად ინახავდა ფულს, მამაკაცმა უპასუხა, რომ თანხას მაცივარში ინახავდა. თანხის რაოდენობა კი 200 000 რუსული რუბლს შეადგენდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მამაკაცმა აღიარა, ფულს ხორცის ნაჭრებთან ერთად ყინავდა, რომ უცხო ადამიანს ვერ მიეგნო.
ადგილზე მისულმა მილიციელებმა დამნაშავის კვალს ვერ მიაგნეს, თუმცა მოგვიანებით, მამაკაცმა გაიხსენა, რომ მასთან სახლში ადრე მისი ყოფილი შეყვარებული ცხოვრობდა, რომელმაც დაშორების შემდეგ მას ბინის გასაღები არ დაუბრუნა.
მამაკაცის ეჭვი გამართლდა და ქალმა ქურდობა აღიარა.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944