პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ უცხოურ მედიაში ვრცელდება.
„ვლადიმერ ჟირინოვსკი დღეს დილის 10:45 წუთზე გარდაიცვალა. პოლიტიკოსმა ბოლო დღე კომაში გაატარა", - ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციის წყარო არ სახელდება.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟირინოვსკი კომაში რამდენჯერმე იყო.
ჟირინოვსკი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში 9 თებერვალს შეიყვანეს. ის ორი კვირის განმავლობაში მალავდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული იყო.
ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სენატორმა ალექსანდრე პრონიუშკინმა დაადასტურა.
რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა უარყო სენატორ ალექსანდრე პრონიუშკინის განცხადება რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ.
"მინდა, დავამშვიდო ყველა, ვინც ვლადიმირ ვოლფოვიჩ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიცდის. ის ცოცხალია. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმეა. დღეს მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ჩვენ მასზე ვღელავთ, ექიმები იბრძვიან. ის თავად ძალიან ყოჩაღია. ვუსურვოთ მას მალე გამოჯანმრთელება", - წერს პოლიტიკოსი ტელეგრამის არხზე.