1783699569
გაეროს მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
გაეროს მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ განაცხადა, რომ ივნისში უკრაინაში სულ მცირე 265 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 1 816 - დაშავდა.
მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს საგანგაშო ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდება.
გაეროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან დღემდე, დაღუპულია სულ მცირე 16 402 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - 802 ბავშვი. ამასთან, ომის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 48 428-ს მიაღწია.
გაერო კვლავ მოუწოდებს მხარეებს, დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები და უზრუნველყონ სამოქალაქო პირების უსაფრთხოება.











