ტრამპმა New York Post-ს განუცხადა, რომ მან „დატოვა მითითებები“ იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი მის მკვლელობას მოახერხებს - „დაბომბეთ ისინი ისეთი მასშტაბით, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ“

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს გამოცემა New York Post-ს განუცხადა, რომ მან უკვე „დატოვა მითითებები“ იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი მის მკვლელობას მოახერხებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამაზე პასუხი ძალიან მკაცრი იქნება.

„მათ სიაში დიდი ხანია ვიმყოფები. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ტრამპმა.

„ერთადერთი, რაც გავაკეთე, არის ის, რომ დავტოვე კონკრეტული მითითებები: თუ რამე მოხდება, ისინი ისეთი მასშტაბით უნდა დაიბომბონ, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ“, - დასძინა მან.

როდესაც პრეზიდენტს ჰკითხეს გავრცელებულ ცნობებზე, რომ ისრაელმა აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმის გეგმის შესახებ გააფრთხილა, ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანის მხრიდან ახალი გეგმა არ არსებობს, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანს მისი მოკვლა წლებია სურს.