1692302192
ფრიდრიხ მერცი ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და მხარეებს შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მიესალმება ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას და ორივე მხარეს მოუწოდებს, დაიცვან შეთანხმება.
მერცის თქმით, ისრაელსა და ირანს შორის თუ ნამდვილად მიიღწევა ცეცხლის შეწყვეტა, ეს ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის.
„ეს ცეცხლის შეწყვეტა თუ წარმატებული იქნება აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე გადამწყვეტი სამხედრო დარტყმების შემდეგ, ეს იქნება ძალიან პოზიტიური განვითარება. ეს ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მერცმა მოუწოდა როგორც ირანს, ასევე ისრაელს დაიცვან შეთანხმება.
„დღეს ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ, როგორ შეიძლება შემდგომში სიტუაციის სტაბილიზაცია“, – განაცხადა მერცმა.