ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ კატარში მდებარე „ალ-უდეიდის“ საჰაერო ბაზაზე მძლავრი სარაკეტო იერიში მიიტანა

ირანი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ კატარში მდებარე „ალ-უდეიდის“ საჰაერო ბაზაზე მძლავრი სარაკეტო იერიში მიიტანა. ეს თავდასხმა, IRGC-ის განცხადებით, ამერიკის მიერ ირანის „მშვიდობიან“ ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო ნაბიჯია.

IRGC-ის ცნობით, საპასუხო შეტევა, რომელიც ოპერაცია „ბაშარათ ალ-ფათის“ ფარგლებში განხორციელდა, ირანის უზენაესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ იყო დამტკიცებული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „დაარტყი და გაიქეცი“ პოლიტიკის ერა დასრულდა.

IRGC-ის განცხადება გაფრთხილებით დასრულდა: „სამომავლო თავდასხმებმა შესაძლოა გამოიწვიოს როგორც რეგიონში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის, ასევე სიონისტური რეჟიმის დაშლა“.