ირანის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
1750777337
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2024 წლის განმავლობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით აქტიურად ტარდებოდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. გრძელდებოდა კორუფციისადმი მოწყვლადი ჯგუფებისა და სფეროების იდენტიფიცირება, საჯარო სექტორში კორუფციული რისკების შემცირება-აღმოფხვრისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მისი თქმით, სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სასამართლოში წარმართული საქმეებიდან არცერთ მათგანზე არ დამდგარა გამამართლებელი განაჩენი, რაც მიუთითებს სამსახურში არსებულ გამოძიების მაღალ სტანდარტზე.
2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 23 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 39 პირი.
ანრი ოხანაშვილი: „რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, დაკავებულ იქნა ერთ-ერთი ყოფილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, თუ როგორ მოახერხა მან შესაძლო დანაშაულებრივი სქემის რეალიზება“.