1731928841
ფრანგმა ფერმერებმა პარიზის მახლობლად საპროტესტო აქცია დაიწყეს და, ტრაქტორებით, დედაქალაქისკენ მიმავალი მაგისტრალის ნაწილი გადაკეტეს
ფრანგმა ფერმერებმა პარიზის მახლობლად საპროტესტო აქცია დაიწყეს და, ტრაქტორებით, დედაქალაქისკენ მიმავალი ინფორმაციას ნაწილი გადაკეტეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პროტესტი ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის საერთო ბაზარ Mercosur-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ გამოიწვია, რომელსაც შესაძლოა ორშაბათს, G20-ის სამიტის გახსნაზე მოეწეროს ხელი.
ფერმერები, დღეიდან, მთელი საფრანგეთის მასშტაბით აპირებენ საპროტესტო აქციების მოწყობას.
აღნიშნული შეთანხმება ფერმერების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ეს დოკუმენტი ევროპაში სასოფლო-სამეურნეო სფეროში არაჯანსაღ კონკურენციას შექმნის.
ცნობისთვის, ამ შეთანხმების გამო, წლის დასაწყისში საფრანგეთში ფერმერები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავდნენ.