რუსეთში კლინიკაში ხანძარი გაჩნდა - რა ხდება ადგილზე
1731936495
თუ უკრაინას არ ვაწვდით რაც სჭირდება, პროცესი ნელია, ჭიანურდება, ვამჟღავნებთ სისუსტეს და მერე ვრეკავთ, მაშინ პუტინის მსგავსი ადამიანი რას იფიქრებს - განაგრძეთ რეკვა და მე გავაგრძელებ შეტევას, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რითაც გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
„მე არ ვარ წინააღმდეგი არავისთან დარეკვის, მაგრამ ამის საფუძველი ძლიერი პოზიცია უნდა იყოს და არა სისუსტე. ვინაიდან თუ ასეა, მაშინ რუსეთი შეურაცხყოფს ამას და ზუსტად ამას აკეთებენ. მასიური შეტევა განხორციელდა უკრაინის წინააღმდეგ ანუ რაში დაგვეხმარა? რატომ ვაკეთებთ ამას? ძალიან ძნელია ჩემთვის ამის გაგება. თუ შევძლებთ უკრაინის მომარაგებას იმით, რაც მათ სჭირდებათ და ვიტყვით რომ ეს არის წითელი ხაზი, ეს არის ულტიმატუმი, მაშინ გავიგებთ მეორე მხარე რას ფიქრობს. თუ უკრაინას არ ვაწვდით რაც სჭირდება, პროცესი ნელია, ჭიანურდება, ვამჟღავნებთ სისუსტეს და მერე ვრეკავთ, მაშინ პუტინის მსგავსი ადამიანი რას იფიქრებს - განაგრძეთ რეკვა და მე გავაგრძელებ შეტევას. ბოდიში, მაგრამ უცნაური სტრატეგიაა“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.