ის გზა, რომლითაც უკრაინას 3 წლის განმავლობაში ვეხმარებოდით, წარუმატებელი აღმოჩნდა - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ჩემი აზრით, სამართლიანია თუ ვიტყვით, რომ ის გზა, რომლითაც უკრაინას 3 წლის განმავლობაში ვეხმარებოდით, თითქმის 1000 დღე, წარუმატებელი აღმოჩნდა, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მისი თქმით, საჭიროა ის სტრატეგია, რასაც უკრაინას ითხოვს.

„მშვიდობა დეესკალაციით არის წარუმატებელი სტრატეგია. ჩვენ გვჭირდება ახალი სტრატეგია, რომლის საფუძველიც იქნება სიძლიერე. ეს ის სტრატეგიაა, რომელსაც ითხოვენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა და მათი მხარდამჭერები. როდესაც სიძლიერეზე ვსაუბრობ, მე ვგულისხმობ იარაღს, ყველა შეზღუდვის მოხსნას და რაც იქნება გამარჯვების სტრატეგია. გამარჯვების სტრატეგიით მივალთ იქამდე, როდესაც ყველა სატელეფონო ზარს ექნება მნიშვნელობა, ვინაიდან ახლა არ აქვთ. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ დეესკალაციის სტრატეგიაში. იმედი მაქვს ეს შეიცვლება“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.