„ფოქს ნიუსი“ - აშშ-ის კონგრესში შეიტანეს პროექტი, რომელიც აშშ-ის მიერ გაერო-ს დატოვებას ითვალისწინებს

აშშ

აშშ-ის კონგრესში შეიტანეს პროექტი, რომელიც აშშ-ის მიერ გაერო-ს დატოვებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ წერს.

„ფოქს ნიუსის“ ცნობით, პროექტი, რომლის ავტორია რესპუბლიკელი სენატორი მაიკ ლი, ითვალისწინებს 2025 წელს აშშ-ის მიერ გაერო-სა და მასთან დაკავშირებული ყველა სააგენტოდან გასვლას, ასევე ამ უწყებების დაფინანსების შეწყვეტას.

„გაერო გადაიქცა ტირანების არენად და აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თავდასხმების ადგილად. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ამის დაფინანსება. ახლა, როდესაც ტრამპი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში რევოლუციას აწყობს, აყენებს რა პირველ ადგილზე ამერიკას, უნდა დავტოვოთ ეს ფიქტიური ორგანიზაცია და პრიორიტეტად ვაქციოთ ნამდვილი ალიანსები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე მუშაობენ“, – ნათქვამია მაიკ ლის პროექტში.

ანალოგიური პროექტის კონგრესში წარდგენა სურს რესპუბლიკელ კონგრესმენ ჩილ როისაც. თვის მხრივ, კონგრესმენი როის აშშ-ის მიერ გაერო-ს დატოვების არგუმენტად მოჰყავს ის, რომ ეს ორგანიზაცია „არაფერს იძლევა“.

„მიუხედავად დაფინანსების და ყურადღებისა, ეს კორუმპირებული გლობალური ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში უუნარო იყო ომების, გენოციდების, ადმიანის უფლებების დარღვევებისა და პანდემიის პრევენციაშიც კი“, – განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.

აშშ-ის მიერ გაერო-ს დატოვებას მხარს ათამდე რესპუბლიკელი უჭერს.

ცნობისთვის, თებერვლის დასაწყისში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა.