ფლორიდის სასამართლომ Starbucks 50 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა კურიერი მამაკაცისთვის, რომელიც კონტეინერში არასწორად მოთავსებული ყავის ჭიქის გამო, მძიმედ დაიწვა

სტარბაქსი

ფლორიდის სასამართლომ Starbucks 50 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა კურიერი მამაკაცისთვის, რომელიც კონტეინერში არასწორად მოთავსებული ყავის ჭიქის გამო, მძიმედ დაიწვა.

შემთხვევა ლოს-ანჯელესში მოხდა. კურიერმა მაიკლ გარსიამ, ცხელი სასმელები ჩაიბარა, როდესაც ერთ-ერთი ჭიქა დაცურდა და ცხელი სასმელი მას ფეხებსა და სასქესო ორგანოებზე გადაესხა.

დაზარალებულის ადვოკატის განცხადებით, მამაკაცს სამი ცხელი სასმელი უნდა აეღო, რომელთაგან ერთ-ერთი არასწორად იყო მოთავსებული კონტეინერში.

CNN-ის ცნობით, სარჩელში ნათქვამია, რომ გარსიამ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ფსიქოლოგიური სტრესი, გრძნობდა დამცირებას, უხერხულობას, მწუხარებასა და შფოთვას.

Starbucks-ი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.