ფილადელფიაში პენსიაზე გასულმა 16-მა ქალმა სამკერვალო გახსნა, სადაც უსახლკაროებისთვის ტანსაცმელს უფასოდ კერავენ

მკერავები

ფილადელფიაში პენსიაზე გასულმა 16-მა ქალმა სამკერვალო გახსნა, სადაც უსახლკაროებისთვის ტანსაცმელს უფასოდ კერავენ. მოხალისეთა ჯგუფს იდეა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმენმა დაუფინანსა. მან მოხალისე ქალები ფართითა და ყველა საჭირო დანადგარით/აღჭურვილობით უზრუნველყო.

სამკერვალომ ფუნქციონირება ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო. შემდეგ, კოვიდშეზღუდვებიდან გამომდინარე, მათ გარკვეული პერიოდით დახურვა მოუწიათ, ახლა კი კვლავ განაახლეს საქმიანობა. მოხალისეთა ჯგუფში ზოგი პროფესიონალი მკერავია, ნაწილი კი სხვადასხვა პროფესიის მქონე ქალები არიან, რომლებიც პენსიაზე გავიდნენ და გადაწყვიტეს, ახალი საქმიანობა წამოეწყოთ.

ისინი კვირაში 5 დღე, 4-საათიანი გრაფიკით მუშაობენ. როგორც ვკითხულობთ, მასალებს სხვა სამკერვალოებიდან აგროვებენ, შემდეგ კი თავიანთი ჯიხურის კარს იმ ადამიანებისთვის აღებენ, რომელთაც, ფინანსური გამოწვევების გამო, სამოსის შეძენა თავად არ შეუძლიათ.