ფილადელფიაში კომისიის ოთხი რესპუბლიკელი წევრი უკანონოდ გააძევეს საარჩევნო უბნებიდან - ტრამპის საარჩევნო შტაბი

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ ფილადელფიაში საარჩევნო კომისიის ოთხი რესპუბლიკელი წევრი უკანონოდ გააძევეს საარჩევნო უბნებიდან, თუმცა შემდგომში სამი მათგანი დააბრუნეს.

„ეს დანაშაულია და როგორც იყო დაპირებული, არ უნდა მომხდარიყო სამართლიან და უსაფრთხო არჩევნებში. ეს არის საზოგადოების ნდობის მიუღებელი დარღვევა, რაც ძირს უთხრის ფილადელფიის არჩევნების გამჭვირვალობასა და კეთილსინდისიერებას“, – აღნიშნულია კამპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ტრამპის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, ისინი მოითხოვენ ფილადელფიის ოლქის პროკურორისგან, ლარი კრასნერისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ამ საკითხზე.