ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მონაწილეობაზე უარი განაცხადა

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს, რომელიც ასტანაში გაიმართება, არ დაესწრება, განაცხადა პრემიერის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა.

„სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მოღვაწეობაში მონაწილეობის შეჩერებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა“, - განაცხადა ბაღდასარიანმა.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი ასტანაში 28 ნოემბერს გაიმართება. ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩასვლას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გეგმავს.