1744273393
ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არ არის ჩინეთი ან რუსეთი, ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა შიდა პრობლემები - ჯეი დი ვენსი

ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არ არის ჩინეთი ან რუსეთი, ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხე შიდა პრობლემებია: მიგრაციის პოლიტიკა და ეკონომიკური პოლიტიკა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ნიუსმაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროპის მიგრაციული პოლიტიკა მის კულტურულ საფუძველს ანადგურებს, ეკონომიკური პოლიტიკა ნაკლებ კონკურენტული ხდება.
„ერთი მხრივ, ეს ბიჭები ვგულისხმობ, ხელმძღვანელობას, ამბობენ, რომ რუსეთი არის უდიდესი საფრთხე მათთვის. ამასთანავე, ისინი ყიდულობენ მილიარდობით დოლარის ღირებულების რუსულ გაზს. ისინი ხარჯავენ მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ პროცენტს თავდაცვაზე, მაშინ, როდესაც ჩვენ ვხარჯავთ 3-4 პროცენტს. ევროპაში რიტორიკა არ ემთხვევა რეალობას. ისინი ცდილობენ საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროცესიდან გაძევებას. ეს არ არის კარგი არც ევროპისთვის და არც ამერიკისთვის. ჩვენ გვსურს, ჩვენი მეგობრები იზიარებდნენ ჩვენ ღირებულებებს. ევროპელები 100 პროცენტით ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ეს ურთიერთობა დაძაბული იქნება და შემოწმდება, თუ ისინი გააგრძელებენ ოპოზიციის ლიდერების ციხეში გაშვებას და არ სცემენ პატივს საკუთარ საზღვრებს. აქ არის ერთ რამ, თუ ევროპა არ სცემს პატივს საკუთარ საზღვრებს, თუ არის სირიის მოქალაქე ტერორისტებთან კავშირებით, რომელიც ხვდება გერმანიაში, ეს არ სრულდება გერმანიაში“, – განაცხადა ვენსმა.