„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
ევროპისთვის მიუღებელია გარე ჩარევა იმ საკითხში, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს მას რუსეთთან მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპელები თავად წყვეტენ, ვინ ილაპარაკებს მათი სახელით და ამაში სხვა ვერავინ ჩაერევა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპასთან მოლაპარაკებებში შუამავალი შეიძლებოდა ყოფილიყო გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი.
ამავე დროს, ფრიდრიხ მერცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს უკრაინაში ომის დასრულებას და აღნიშნა, რომ რუსეთი რეალურად მზად არის ასეთი მოლაპარაკებებისთვის.
„გასული ღამის თავდასხმები საპირისპიროზე მეტყველებს,“ – აღნიშნა მერცმა.
გერჰარდ შრიოდერის კანდიდატურას უკრაინის გარდა დაუყოვნებლივ დაუპირისპირდა გერმანია. რუსეთის წინადადებამ სკეპტიკური რეაქცია გამოიწვია კიევის სხვა ევროპელ მოკავშირეებშიც.
ცნობისთვის, იანვარში რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ ევროკავშირის შესაძლო სპეციალურ წარმომადგენლად, რომელიც რუსეთთან უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს, 78 წლის მარიო დრაგის კანდიდატურა სახელდებოდა.