„აიღეთ სკვნილი და ასჯერ თქვით...“ - ათონელი წმინდა ბერის სწავლებანი ლოცვის ძალაზე
1765218144
„რა მნიშვნელობის მატარებელია ადამიანის სახელი და უნდა დავარქვათ თუ არა ბავშვს გარდაცვლილი ადამიანის სახელი“ - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ქეთი ოდიშელმა ისაუბრა:
„თითოეული ბგერა და ვიბრაცია ადამიანის სახელში შეესაბამება გარკვეულ ციფრს. ამ კუთხით შეგვიძლია განსაზღვროთ,
რამდენად წარმატებული იქნება ადამიანის კოდი, ამით შევარჩიოთ სახელი. 100%-იანი სიზუსტე არსად არსებობს, თუმცა გარკვეულწილად, დაახლოებით 50%-ით, ადამიანი შეიძლება იყოს უფრო იღბლიანი, უფრო იმპულსური ან უფრო მშვიდი. ბგერების დონეზეც ადამიანს გარკვეულწილად შეუძლია მიიღოს ინფორმაცია.
სადაც რბილი ბგერებია, ისეთი სახელები უფრო რბილ ადამიანებს ქმნის. ამიტომ სასურველია, ქალებს ასეთი სახელები შევურჩიოთ. ელენეს სახელის მატარებელი ადამიანები, მაგალითად, უფრო თბილი და რბილი ყოფილან. “, - ამბობს ქეთი ოდიშელი.
ეზოთერიკოსის თქმით, როდესაც მშობელი შვილს გარდაცვლილი წინაპრის სახელს არქმევს, ეს საკითხი კიდევ უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს.
„გარდაცვლილების შემთხვევაში, მშობელმა უნდა გაითვალისწინოს რამდენად იღბლიანი, წარმატებული იყო ეს ადამიანი. მეორე რიგში მოიძიოს გარდაცვლილი ადამიანის სახელის განმარტება“
ნახეთ ვრცლად ⇓