ინსულტის 5 საყურადღებო ნიშანი - სპეციალისტი საყურადღებო ნიშნებს ასახელებს
1765220533
ეზოტერიკოსი ნინო ლეჟავა ასახელებს 14 ნივთს, რომელსაც ვტოვებთ 2025 წელი, რათა არ დავბრკოლდეთ და წარმატებას მივაღწიოთ.
"1. ტანსაცმელი, რომელიც უკვე ერთი წელია, შენს ენერგიას აღარ ატარებს.
2. ვადაგასული სილამაზის პროდუქტები და კანის მოვლის საშუალებები.
3. დაზიანებული ტექნიკა, რომელიც მხოლოდ მტვერს და ნეგატივს აგროვებს.
4. ზედმეტი კაბელები და ნივთები, რომლებიც შენს სივრცეს “ხლართავენ”.
5. ძველი ქაღალდები, რომლებიც წარსულში გაჩერებენ.
6. ფეხსაცმელი, რომელიც ფეხს გტკენს და მოძველდა.
7. სამზარეულოს ნივთები, რომლებსაც არასდროს იყენებ.
8. გაცვეთილი პირსახოცები და თეთრეული, რომელიც დადებით ენერგიას აღარ ინახავს.
9. მოძველებული ჟურნალები და სხვა ბეჭდური ინფორმაცია.
10. უსარგებლო და გამაღიზიანებელი ელ-ფოსტები, მესიჯები და მიმოწერები.
11. ფოტოები, რომლებიც არაფერს გიბრუნებენ და ძველი ფაილები, რომლებიც ციფრულ სივრცეს გიქრობენ.
12. ჩანაწერები, რომლებიც უკვე უსარგებლოა შენთვის.
13. ჩანთები, აქსესუარები და ნივთები, რომლებიც „ოდესღაც გამოყენებას” ელოდება.
14. ურთიერთობები, რომლებიც შენს ძალას და პოტენციალს ამცირებს და შენს გზას ართულებს.
ყოველი ასეთი ნივთისგან თუ ადამიანისგან განთავისუფლებული სივრცე “დააპროგრამეთ”
შემდეგი სიტყვებით:
“ჩემი სამყარო, ჩემი პირადი სივრცე და ჩემი ცნობიერი უშვებს ყველაფერს უენერგიოს, ძველს და ნეგატიურს და მის ადგილს ავსებს უსაზღვრო სიხარული, ფინანსური კეთილდღეობა და სულიერი სიმშვიდე”.