ევროპარლამენტის 122 დეპუტატი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებაზე მოლაპარაკებების განახლებას ითხოვს - „ევრონიუსი“

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის 122 დეპუტატი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებაზე მოლაპარაკებების განახლებას ითხოვს, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

„ევრონიუსის“ ცნობით, დეპუტატებმა წერილი გაუგზავნეს ევროკომისიის პრეზიდენტs, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელs, კაია კალასს, ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარs, ვალდის დომბროვსკისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტs, ანტონიუ კოშტას და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის პრემიერ-მინისტრs, მიჰოლ მარტინს.

წერილში ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესახებ მოლაპარაკებების განახლებისკენ. წერილში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზარალი. შესაბამისად, დეპუტატების განცხადებით, რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინისა და მისი თავდაცვის დაფინანსებას უნდა მოხმარდეს.

ევროპარლამენტარები ევროკომისიას ასევე ახალი წინადადების წარდგენისკენ მოუწოდებენ, რომელმაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის ბელგიის, წინააღმდეგობები უნდა დაძლიოს.

„რუსეთმა უნდა იტვირთოს თავისი აგრესიული ომის ფინანსური შედეგები“, – ნათქვამია წერილში.