ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მომხრეა

bursula fon deri

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების იდეით გამოვიდა.

ევროპარლამენტში უკრაინის მხარდაჭერის საკითხის განხილვისას ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში უნდა დაეხმაროს, გაუწიოს მეტი სამხედრო დახმარება და გააძლიეროს უკრაინის სამხედრო წარმოება.

ამ მოწოდებების გამო ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტარების ნაწილმა უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში დაადანაშაულეს და ბრიუსელს მოუწოდეს კიევის შეიარაღების ნაცვლად მშვიდობის დიპლომატიური გზები გამონახონ.

„ჩვენ უკრაინის წევრობა ჩვენს კავშირში უნდა დავაჩქაროთ. ეს მხოლოდ უკრაინის გაწევრიანების საკითხს არ ეხება. ევროკავშირში გაწევრიანება, შესაძლოა, უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტია იყოს, და ეს რომში პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩემი ბოლო შეხვედრის ცენტრალური თემა იყო“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.