გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
1751910872
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ევროკომისიის წარმომადგენლის განმარტებით, ლიდერებს „კარგი“ სატელეფონო საუბარი ჰქონდათ.
„ჩვენ გვსურს აშშ-თან შეთანხმების მიღწევა. ჩვენ გვსურს, თავიდან ავიცილოთ ტარიფები. გვჯერა, რომ ტარიფები მტკივნეული იქნება. ჩვენ გვსურს ორმხრივად მომგებიანი შედეგების მიღწევა“, – განუცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე.