მძიმე ავარია თბილისში - დაღუპულია 17 წლის ბიჭი
1751919367
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე წარდგა.
ის დეტალურად შეეხო იმას, თუ რატომ მიიჩნევდა მის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს - „ფაიზერგეითის“ სკანდალი - უსამართლოდ.
მან თავის კრიტიკოსებს „შეთქმულების თეორეტიკოსები“, „ანტივაქსერები“ და „პუტინის აპოლოგეტები“ უწოდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხი კენჭისყრაზე ხუთშაბათს დადგება.
ფონ დერ ლაიენისადმი ნდობის საკითხი მემარჯვენე ევროდეპუტატებმა დააყენეს და ამ საკითხის პარლამენტში გასატანად საჭირო რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვეს. მემარჯვენე ევროპარლამენტარები ფონ დერ ლაიენს „ფაიზერგეითის“ საქმის გამო აკრიტიკებენ, ევროკომისიას კი გამჭვირვალობის ნაკლებობასა და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ.