ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება - ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება

პოლიტიკა

ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება - ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამით გამოეხმაურა ტრამპის გადაწყვეტილებას, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ევროკავშირი თავის ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს.

ტრამპის განკარგულება ძალაში 12 მარტს შევა.