ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2025 წლის ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება
1751210254
ევროკავშირი რუსული გაზის ჩანაცვლებას ყატარიდან ან შეერთებული შტატებიდან მიღებული თხევადი გაზით გეგმავს, - ამის შესახებ ევროკომისარმა ტიერ ბრეტონმა ფრანგულ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა რომ მეტი აქცენტი განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გაკეთდეს.
„ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ რუსული გაზისგან და რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ ჩვენი ავტონომ, რადგან ვლადიმერ პუტინს არ მოსწონს ევროპული პროექტი, იგი გაზის თემას ჩვენს დასაყოფად იყენებს.
პუტინი წლების მანძილზე ყველაფერს აკეთებდა, რათა დაეყო ევროპა. ჩვენ რუსეთიდან წელიწადში 155 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შემოგვაქვს.
ახალი გეგმა მოიცავს 50 მილიარდი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეერთებული შტატებიდან ან ყატარიდან, დამატებით 10 მილიარდს არსებულ მილსადენებზე. ევროკავშირი ასევე გეგმავს განახლებადი ენერგო რესურსების ზრდის დაჩქარებას“, - განაცხადა ბრეტონმა.